Sofascore-ის გადაწყვეტილება - ორი ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ერთა ლიგის მესამე ტურს ჩვენი ნაკრები 6 ქულით ლიდერის სტატუსით ხვდება.
დღესვე გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პირველი წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც 2 ქართველი ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე მოხვდნენ.
Sofascore-ის გადაწყვეტილებით გიბრალტართან მატცში კვარამ 8,5 ქულა მიიღო, ხოლო საბას ანგარიშზე 8,8 ქულაა.
სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება : იგორ შატსკი (ყაზახეთი); დეილი ბლინდი (ნიდერლანდები); სკოტ მაკენა (შოტლანდია); მერი დემირელი (თურქეთი); რობერტს სავალნიეკსი (ლატვია); ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო); ჰაკან ჩალჰანოგლუ (თურქეთი); ჯონ მაკგინი (შოტლანდია); საბა ლობჟანიძე (საქართველო); დანელ სინანი (ლუქსემბურგი); მემფის დეპაი (ნიდერლანდები)
დღევანდელი შეხვედრა კი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.