თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

ანორთოსისი ქეცბაიას სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდის

საფეხბურთო კლუბ ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კლუბი ქართველი სპეციალისტის მხრიდან სამწვრთნელო შტაბის წევრების შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ქეცბაიამ მათ გაშვებაზე უარი განაცხადა, პრინციპული პოზიცია შეინარჩუნა, მოლაპარაკების მაგიდაზე კლუბის მმართველებმა უკან არ დაიხიეს და ქართველ სპეციალისტსს თანამდებობის დატოვება მოუწია.

ქეცბაიასა და ანორთოსისის კონტრაქტი მუშაობის 1 წელს კიდევ მოიცავდა, Goal.com.cy-ის ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზით, ქართველი მწვრთნელი კლუბისგან 270 000 ევროს მიიღებს. ამავე სააგენტოზე დაყრდნობით, სამწვრთნელო შტაბის წევრების კომპენსაციის ჩათვლით, თანხა 400 000 ევრო გახდება.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ანორთოსისის ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში ანორთოსისმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 

გასული სეზონი ფამაგუსტელებმა უტიტულოდ დაასრულეს, 49 ქულით მე-5 ადგილზე გავიდნენ და ევროსაგზური ვერ მოიპოვეს, რაც წარუმატებელ გამოსვლად შეფასდა, რის გამოც კლუბში ცვლილებების გატარებას გეგმავენ. ანორთოსისს არ სურდა, ქეცბაიას პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი კუცია და გიორგი ჩხეტიანი დინამო თბილისში დაბრუნდნენ
გიორგი კუცია და გიორგი ჩხეტიანი დინამო თბილისში დაბრუნდნენ