სტეფ კარი, გოლდენ სტეიტი, ბოსტონ სელტიკსი, ჯეისონ ტეიტუმი
Aa
Aa

გოლდენს კარის 31 ქულა არ ეყო - სელტიკსი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ფინალურ სერიაში ბოსტონი ანგარიშით 2:1 დაწინაურდა.

სერიის მესამე შეხვედრაში მასპინძლებმა „გოლდენ სტეიტი“ დაძაბულ ბრძოლაში 116:100 დაამარცხეს.

ბოსტონს ჯეისონ ტეიტუმა და ჯეილენ ბრაუნმა ულიდერეს. ტეიტუმა პარკეტზე 41:18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 26 ქულა , 9 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბრაუნის ანგარიშზე 27 ქულა და 10 მოხსნაა.

აღსანიშნავია,რომ ბრაუნი, ტეიტუმი, სმარტის ტრიო 1984 წლის შემდეგ პირველი ტრიოა, რომლის თითოეულმა კალათბურთელმა ფინალური სერიის შეხვედრაში მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა

გოლდენის რიგებში გამორჩეული რა თქმა უნდა სტეფ კარი იყო, რომელმაც 37:08 წუთში 31 ქულა , 2 ასისტი და 4 მოხსნა გააკეთა.

ფინალური სერიის მე-4 მატჩი 11 ივნისს დილის 5 საათზე ბოსტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ