ერთა ლიგა
Aa
Aa

მაკედონიის მეკარე: ,,საქართველოს ნაკრებს ისე მოვუგებთ, გოლს არ გავუშებ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. 2 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის ფორმაციის ნაკრები 2 გამარჯვებითა და 6 ქულით C4 ჯგუფის ლიდერია და მისთვის 9 ივნისს გასამართი შეხვედრა ლიდერობის გასამყარებლად, მნიშვნელოვანია.

განსხვავებულად ფიქრობენ მეტოქე გუნდის რიგებში. მომავალი მატჩის წინ ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრების მეკარემ, სტოლე დიმიტრიევსკიმ ისაუბრა:

,,სავსე სტადიონზე თამაში გვსურს და ამისთვის გულშემატკივარს თანადგომას ვთხოვ. საშინაო მატჩების დროს ყოველთვის განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ.

მეტოქე კარგად ორგანიზებული გუნდია, ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ 2 წელი გავიდა და ახლა მათ ბევრად მეტი გოლი გააქვთ, თუმცა ეს ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს. დარწმუნებული ვარ, ისე მოვიგებთ, გოლს არ გავუშვებ, რადგან თავდაცვის გეგმა შემუშავებული გვაქვს. მზად ვარ, ჩემი ნაკრებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო".

2020 წელს საქართველოსა და ჩრდილოთ მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ, 2 მატჩი ფრედ, იდენტური ანგარიშით (1-1) დასრულდა, ხოლო მესამე, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალი მაკედონიამ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით მოიგო (0-1), რითაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ჩრდილოთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების ერთა ლიგის ეგიდით გასამართი შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საინტერესო ფაქტები: 5 წუთი, ქამბექი და შეცვლაზე შემოსული სამივე ფეხბურთელის გოლი
საინტერესო ფაქტები: 5 წუთი, ქამბექი და შეცვლაზე შემოსული სამივე ფეხბურთელის გოლი