თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვირტუს ბოლონიამ ფინალში პირველი მატჩი წააგო

იტალიის საკალათბურთო ლიგა ა-ს ფინალში ერთმანეთს „ვირტუს ბოლონია“ და „ოლიმპია მილანო“ დაუპირისპირდნენ. თორნიკე შენგელიას გუნდი, საკუთარ კედლებში უმძიმეს ბრძოლაში 62:66 დამარცხდა. „ოლიმპია მილანო“ სერიაში 1:0 დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა და პარკეტზე 27 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სამწუხაროდ მისი ეს სტატისტიკა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი იყო. სერბმა კალათბურთელმა 26 წუთში 16 ქულას, 1 მოხსნას და 6 პასს მოუყარა თავი. „ოლიმპია მილანოს“ მხრიდან კი 18 ქულით ყველაზე შედეგიანი შავონ შილდსი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მორიგი დაპირისპირება 10 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ასევე გეტყვით, გასული სეზონის ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და „ვირტუს ბოლონია“ ჯამში 4:0 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები