საქართველო, ჩრდ. მაკედონია
Aa
Aa

მაკედონიური მედია: "საქართველოს სუსტი რგოლი დაცვაა, ძალიან ნელები არიან"

ერთა ლიგაზე ჩრდ.მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება მოახლოვდა. მასპინძელი ქვეყნის პრესა კი აღნიშნულ დაპირისპირებაზე წერს.

რას წერს kladenje.mk:

„ერთა ლიგის პირველი ორი მატჩიდან ჩრდ.მაკედონია 4 ქულით შესაძლოა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ბულგარეთთან ფრე კარგ შედეგად ჩაითვლებოდა, რომ არა საქართველოს გამარჯვება მათ წინააღდეგ. ახლა ამ ქულამ ძალა დაკარგა.

ახლა ჩვენი ნაკრები ვალდებულია საქართველო დაამარცხოს, რათა ბოლო ორ ტურს ლიდერის სტატუსით შეხვდეს. გიბრალტართან გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს არავის უკვირს. ქულათა სიმჭიდროვე მხოლოდ სამ გუნდს შორის იქნება. ცხრილში, საბოლოო ლიდერის გამოსავლენად ჩრდ.მაკედონიისა და საქართველოს მომავალი დაპირისპირება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

გიბრალტართან სრულად 90 წუთი მხოლოდ ბარდიმ და მუსლიუმ ითამაშეს. ახლა საკითხავი ის არის, რამდენად ეყოფათ მათ ძალა საქართველოს წინააღმდეგ სრული მატჩისთვის. ეს განსაკუთრებით ბარდის ეხება, რომელმაც ბევრი ენერგია დახარჯა. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ელმასის თამაშს მიენიჭება. მან მიგვაჩვია, რომ მოედანზე საუკეთესოები ვართ.

საქართველო ახლა ის გუნდი აღარ არის, რომლის წინააღმდეგაც 2 წლის წინ გავიმარჯვეთ. ეს მატჩი ჩვენთვის ისტორიული იყო, მაგრამ საქართველოსთვის დღემდე მტკივნეულია და შურისძიება სურს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მათ ბევრად მაღალ დონეზე დაიწყეს თამაში და ჩვენთან ძალიან კარგი ხასიათით ჩამოდიან. ერთიანობა და კარგი ატმოსფერო საქართველოს მთავარი იარაღია. ჩრდ.მაკედონიას უკიდურესად ფრთხილად მოუწევს თამაში.

საქართველოს ბულგარეთის წინააღმდეგ ბურთის ფლობა ნაკლები ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკედონიას ტექნიკურად ჩამოუვარდება, მაგრამ მათ ორ მატჩში 9 გოლი გაიტანეს. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ჩვენი დაცვის ხაზისთვის გაფრთხილებაა.

კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია და ახლა იდეალურ ფორმაში იმყოფება. ყურადღება უნდა მიექცეს გიორგი აბურჯანიასაც, რომელიც ამ ნაკრების მთავარი შემოქმედია. თითქმის ყველა შეტევა მასზე გადის. საინტერესოა, რომ ამ ფორმაციის ნაკრების უმეტესი ფეხბურთელ სამშობლოში თამაშობს. საუბარია ბათუმის „დინამოზე“, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი ამბიციები აქვს და ევრო ტურნირებზე სურს გასვლა.

საქართველოს სუსტი რგოლი დაცვაა. ისინი საკმაოდ ხისტად თამაშობენ, მაგრამ ძალიან ნელები არიან. წესით, ტრაიკოვსკის და ელმასს საქმე უნდა გაუადვილდეთ. ჩვენი თავდამსხმელები ქართველ ფეხბურთელებზე უკეთესები არიან მიუხედავად იმისა, რომ მათზე დაბლები და ფიზიკურად სუსტები არიან.

მაკედონიამ და საქართველომ 2020 წელს სამი მატჩი მიყოლებით ითამაშეს. ჩვენ ერთა ლიგის ჯგუფში ერთად ვიყავით. ორივე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა მთავარ შეხვედრაში საქართველოში 1:0 მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით.

საინტერესოა, მაგრამ საქართველომ მაკედონიას სტატისტიკის კუთხით სამივე მატჩში აჯობა, მაგრამ ახლა შანსი გვაქვს, რომ ბურთი უფრო ხშირად ჩვენ გავაკონტროლოთ, რადგან ნახევარდაცვაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს. ვილი სანიოლის გუნდს ფრეც აწყობს, რადგან ჯგუფის ლიდერად დარჩება და მომავალ მატჩებს მომგებიან პოზიციაში დაელოდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ფრთხილად ითამაშებენ. არ იჩქარებენ, მაგრამ ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და მათი კონტრ-შეტევები სახიფათო იქნება. ქართველები მეორე სართულზეც კარგად თამაშობენ და დაცვის ხაზმა ეს უნდა გაითვალისწინოს."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ერთა ლიგის ჯგუფს ვილი სანიოლის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს. „ჯვაროსნებმა“ პირველ ტურში საკუთარ კედლებში გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე ტურში სტუმრად ბულგარეთს 5:2 აჯობეს.

ჩრდ.მაკედონიისა და საქართველოს მომავალი დაპირისპირება 9 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა, მთავარია თბილისში გამარჯვებით დავბრუნდეთ“ - სანიოლი
„არ არის მთავარი რაც წელიწადნახევრის წინ მოხდა, მთავარია თბილისში გამარჯვებით დავბრუნდეთ“ - სანიოლი