იურგენ კლოპი, სადიო მანე
Aa
Aa

ლივერპულმა ფასი დააკლო - კლოპი თანახმაა მანე გაუშვას

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ „ლივერპულმა“ სადიო მანეს ფასი შეამცირა და სენეგალელის გასაყიდად მზადაა.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად „მერსისაიდელებმა“ მიუნხენელების 35-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს.

როგორც Bild-ი წერს, უარის მიუხედავად, მხარეთა პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება, მოლაპარაკებები კი უფრო კონკრეტული ხდება. კერძოდ, ინგლისელები, რომლებიც თავდაპირველად 50 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ახლა 45 მილიონზე თანხმდებიან.

თავად მანესაც სურს „ბაიერნში“ გადასვლა და „ლივერპულს“ ტრანსფერი უკვე მოსთხოვა. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი 30 წლის ფეხბურთელის წასვლას უკვე დათანხმდა, რაც ტრანსფერის ალბათობას ერთიორად ზრდის.

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი „ლივერპულთან“ და ფეხბურთელის აგენტთან რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება. შესაძლოა ამ კვირაში მათ შორის პირადი შეხვედრა შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ლუკაკუ წავა - ჩელსი გაბრიელ ჟესუსისთვის იბრძოლებს
თუ ლუკაკუ წავა - ჩელსი გაბრიელ ჟესუსისთვის იბრძოლებს