იოზეპ ბლატერი
Aa
Aa

"სუნთქვა მიჭირს" - ბლატერი ცუდად გახდა, სასამართლო გადაიდო

იოზეფ ბლატერმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლოში ჩვენების მიცემა ვერ შეძლო.

დღეს შვეიცარიაში დაიწყო ფიფას ყოფილი პრეზიდენტის (იოზეპ ბლატერი), ასევე უეფას ყოფილი პრეზიდენტის მიშელ პლატინის სასამართლო პროცესი. შვეიცარიის გენერალური პროკურატურა მათ თაღლითობაში, თანხების მითვისებაში, დანაშაულებრივ მართვასა და გაყალბებაში ადანაშაულებს. 2011 წელს მათ მოაწყვეს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,08 მილიონი დოლარი) ფინანსური ოპერაცია, რაც პროკურორებმა უკანონოდ სცნეს.

დღეს ბლატერი სასამართლოში უნდა დაკითხულიყო, მაგრამ დაგეგმილ ჩვენებამდე ერთი საათით ადრე 86 წლის ყოფილმა ფუნქციონერმა პროცედურის მეორე დღისთვის გადადება ითხოვა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„არ ვგრძნობ თავს კარგად. მე მაქვს პრობლემები, რომლებიც მოდიან და მიდიან. სუნთქვა მიჭირს. ამ მომენტში მე არ ვგრძნობ თავს კარგად, ისე, რომ შემიძლოს კითხვებზე პასუხის გაცემა“,

- თქვა ბლატერმა. ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ თავს უკეთ იგრძნობს.

სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 11 დღეს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პლატინის და ბლატერს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"