კრივი
Aa
Aa

24 წლის სამხრეთ აფრიკელი მოკრივე ჰოსპიტალში გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკის კრივის ფედერაციამ და მოკრივის ოჯახმა ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ სამხრეთ აფრიკელი მოკრივე, 24 წლის მოკრივე სიმისო ბუტელეზი, რომელიც 5 ივნისიდან დღემდე ჰოსპიტალიზებული იყო, დღეს გარდაიცვალა.

ბეტელეზი პროფესიონალი მოკრივეა, რომელიც ბრძოლის დროს დეზორიენტაციისა და უგონო მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც დურბანის კლინიკაში ინტრაკრანიალური სისხლდენით გარდაიცვალა.

ინციდენტი მოხდა მსუბუქ წონაში ვაკანტურ რეგიონული ტიტულისთვის ბრძოლის მეათე ფინალურ რაუნდში, თანამემამულე სიფესილე მნტუნგვას წინააღმდეგ. ბუტელეზიმ მეტოქე დაანოკდაუნა და თითქოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, თუმცა სიფისილემ წამოდგომა მოახერხა, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა. მსაჯმა ბრძოლის გაგრძელების ნიშანი მისცა, მაგრამ სიმისომ ორიენტაცია დაკარგა, მუშტებს უხილავ მოწინააღმდეგეს ურტყამდა და კინაღამ მსაჯსაც მოარტყა, მისი მეტოქე კი მის ზურგს უკან იმყოფებოდა...

რამდენიმე წამის შემდეგ, არბიტრმა ბრძოლის შეწყვეტა გადაწყვიტა და გამარჯვებულად მნტუნგვა გამოცხადდა. ამ უკანასკნელმა წარმატება კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა, თუმცა მომხდარის გამო, ბრძოლის ორგანიზატორებმა ქამრის გადაცემის საზეიმო ცერემონია გააუქმეს და მოკრივე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალში მას თავის არეში ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია. მოკრივე ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, მაგრამ დაზიანებების შედეგად მაინც გარდაიცვალა.

სამხრეთ აფრიკის კრივის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ჩაატარებს დამოუკიდებელ სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ შედეგებს გამოაქვეყნებს.

სიმისო ბუტელეზიმ ახლახან დაამთავრა უნივერსიტეტი ბოტანიკის და ზოოლოგიის სპეციალობით. მან პროფესიონალური კარიერა 2019 წელს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!"