უეფა, იოზეპ ბლატერი, მიშელ პლატინი, ფიფა
Aa
Aa

5 წლიანი პატიმრობა - ბლატერისა და პლატინის სასამართლო პროცესი დაიწყო

შვეიცარიაში ფიფასა და უეფას ყოფილი პრეზიდენტების, იოზეფ ბლატერისა და მიშელ პლატინის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესი დაიწყო.

შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილ პრეზიდენტ ბლატერსა და უეფას ყოფილ პრეზიდენტ პლატინის ბრალი თაღლითობაში წაუყენა, ასევე თანხების მითვისებაში, დანაშაულებრივ მენეჯმენტში და გაყალბებაში.

2011 წელს მათ მოაწყვეს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,08 მილიონი დოლარი) ფინანსური ოპერაცია, რაც პროკურორებმა უკანონოდ სცნეს.

ორივე ფუნქციონერი ბრალს არ აღიარებს. მათ განაცხადეს, რომ ჰქონდათ სიტყვიერი შეთანხმება გადახდაზე, რომელიც ეხებოდა პლატინის საკონსულტაციო სამუშაოებს 1998-2002 წლებში.

„ ისევე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, როგორც ის, რომ ახლა მზე ანათებს... და კარგ ხასიათზე ვარ. ვიცი, რომ უკანონო არაფერი გამიკეთებია. ჩემი ცხოვრება ფეხბურთს მიეძღვნა, 45 წელი ფიფაში ვმუშაობ. ჩემი ცხოვრება ფეხბურთია“,

- თქვა ბლატერმა მოსმენის წინ.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იმარჯვებს სრულად და საბოლოოდ ამდენი წლის ველური ბრალდებებისა და ცილისწამების შემდეგ. სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მე ვიმოქმედე მაქსიმალური პატიოსნებით, რომ დარჩენილი ხელფასის გადახდა ჩემი დამსახურებაა და სრულიად კანონიერია“,

- განაცხადა პლატინიმ.

„ფიფამ სარჩელი შეიტანა ბლატერისა და პლატინის წინააღმდეგ, რათა უკანონოდ მითვისებული თანხა დაებრუნებინათ ფიფასთვის, რათა ის გამოიყენონ მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც თავდაპირველად იყო განკუთვნილი: ფეხბურთისთვის“,

- თქვა ფიფას ადვოკატმა კეტრინ ჰოლ-ჩირაზმა.

სასამართლო პროცესი 22 ივნისამდე გაგრძელდება. განაჩენი 8 ივლისს გამოცხადდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პლატინის და ბლატერს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასის მემკვიდრეობა - მამარდაშვილი მისი ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა
ბორდალასის მემკვიდრეობა - მამარდაშვილი მისი ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა