Crystalbet ეროვნული ლიგა, იბერია 1999, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

BREAKING: ლევან კორღალიძე საბურთალოდან წავიდა

თბილისის „საბურთალოში“ ცვლილებებია. CrystalSport-ის ინფორმაციით, კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა და მას რამდენიმე ფეხბურთელი გაჰყვა. ამის მიზეზი გუნდში არსებული ფინანსური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძე „საბურთალოს“ მწვრთნელად გასული წლის 3 ნოემბერს დაინიშნა და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებდა.

ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა 2021 წლის 8 დეკემბერს ისტორიაში მეორედ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი მოიგო. ფინალში „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ 1:0 აჯობა.


ასევე გეტყვით, რომ ლევან კორღალიძე „საბურთალოში“ ორ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2018 წელს მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2019 წელს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ 2021 წლის პირველ ნახევარში გუნდი დატოვა.

მსგავსი სიახლეები