გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

მერებაშვილი პოლონეთში დარჩა - მისი ახალი კლუბი ცნობილია

გიორგი მერებაშვილი კარიერას „სანდეციას“ რიგებში გააგრძელებს. პოლონურმა კლუბმა, რომელიც რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ქართველი ფეხბურთელის გაფორმება დაადასტურა.

„სხვა ტიტულებთან ერთად, საქართველოს სამგზის ჩემპიონმა, გიორგი მერებაშვილმა ჩვენს კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც ჩადებულია პუნქტი, რომ სურვილის შემთხვევაში, იგი კიდევ 12 თვით გახანგრძლივდეს. ჩვენ გიორგის მივესალმებით და მას შავ-თეთრების რიგებში წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ“.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილის საფეხბურთო კარიერა „დინამო თბილისის“ რიგებში დაიწყო. ქართულ კლუბთან ერთად, იგი ქვეყნის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, ამდენივეჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და 2-ჯერ სუპერ თასის გამარჯვებული გახდა. საქართველოში გატარებული წლების შემდეგ, იგი ჯერ საბერძნეთში იმყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა.

2021-22 წლების სეზონში, ქართველი ფეხბურთელი „პოდბესკიძეს“ ღირსებას იცავდა. მან პოლონური კლუბის მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. 2008-19 წლებში მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი შეაგდო. 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში მოლდოვას გაუტანა, ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში კი - ყაზახეთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე