ეროვნული ნაკრები, დარკო ჩურლინოვი
Aa
Aa

ჩურლინოვი: ''საქართველოს უნდა მოვუგოთ, მიზანი პირველი ადგილია''

გერმანული ''შტუტგარტის'' მაკედონიელი ფეხბურთელი დარკო ჩურლინოვი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ''შალკეში'' გაატარა, საქართველოსთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს. ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველო სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. შეხვედრამდე მაკედონიურ მედიაში ჩურლინოვის კომენტარი გავრცელდა.

''ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ. ვიცით, რომ საქართველო ძლიერი მეტოქეა, მაგრამ თუ იმ დავალებებს შევასრულებთ, რაც მწვრთნელმა მოგვცა, საქართველოსთან მატჩში პრობლემები არ გვექნება. ახლა მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ. არ ვფიქრობ, რომ ერთი კონკრეტული მატჩია გადამწყვეტი. ჩემი აზრით, ყველა შეხვედრა გადამწყვეტია. ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, მათ შორის საქართველოსთან. ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა''.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი სკოპიეში გაიმართება, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამავე ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაში ბულგარეთი გიბრალტარს დაუპირისპირდება.

ჯგუფში საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, ბულგარეთთან მატჩამდე გიბრალტარი ''დინამო არენაზე'' 4:0 დაამარცხა. ჩრდილოეთ მაკედონიის აქტივში 4 ქულაა, ბულგარეთმა 1 ქულა მოიპოვა, გიბრალტარი 0 ქულით აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა'' - ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ
''ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა'' - ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ