არსენალი, ჩელსი, ლივერპული, რომა, ტამი აბრაჰამი
Aa
Aa

რომაში ნერვიულობენ - აბრაჰამს პრემიერ ლიგის გუნდები ეპატიჟებიან

ტამი აბრაჰამის ხუმრობამ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან დაკავშირებით „რომას“ გულშემატკივრები აანერვიულა. ქომაგები თვლიან, რომ შესაძლოა მათ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება უნდოდეს.

24 წლის ინგლისელი „ჯალოროსის“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ჩელსიდან“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ტამის სერია ა-ში ყველაფერი კარგად წაუვიდა. სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა და გუნდს კონფერენს ლიგის მოგებაში დაეხმარა.

აბრაჰამმა გულშემატკივრებს თავი ძალიან მალე შეაყვარა, მაგრამ ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე გაჟღერებულმა ხუმრობამ „რომას“ ფანები აანერვიულა. აბრაჰამმა ტრენტს უთხრა:

„წარმატებები ტრენტ, მე შემდეგ სეზონში შემოგიერთდებით“

ვერავინ მიხვდა რა კონტექსტში თქვა აბრაჰამმა ეს წინადადება, თუმცა რომაელები მნიშვნელოვნად აანერვიულა. ტამის არასდროს დაუმალავს სიხარული იმის შესახებ, რომ მისით ინგლისური გუნდები ინტერესდებიან, თუმცა ის ახლა „რომაში“ ძალიან ბედნიერია და გულშემატკივრებისგან საოცარ სიყვარულს გრძნობს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტამი აბრაჰამის მიმართ ინტერესს „ლივერპული“, „არსენალი“ და ლონდონის „ჩელსი“ იჩენენ. შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი „არისტოკრატების“ აღზრდილი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სიტი და ლივერპული საკათი ინტერესდებიან - არსენალს მისი შენარჩუნება გაუჭირდება
სიტი და ლივერპული საკათი ინტერესდებიან - არსენალს მისი შენარჩუნება გაუჭირდება