თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

''მას ღალატი არ სურდა და ამიტომ წავიდა'' - პანაიოტუ ქეცბაიაზე

საფეხბურთო კლუბ ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კლუბი ქართველი სპეციალისტის მხრიდან სამწვრთნელო შტაბის წევრების შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ქეცბაიამ მათ გაშვებაზე უარი განაცხადა, პრინციპული პოზიცია შეინარჩუნა, მოლაპარაკების მაგიდაზე კლუბის მმართველებმა უკან არ დაიხიეს და ''ნიუკასლის'' ექს-ფორვარდს თანამდებობის დატოვება მოუწია.

ქეცბაიას გადაწყვეტილების შესახებ კვიპროსის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოს პანაიოტუმ Super Sport FM 104.0-თან ინტერვიუში ისაუბრა.

''ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც მთავარ მწვრთნელად ინიშნება, სამწვრთნელო შტაბს, პარტნიორებს ირჩევს. თემურის აზრი, თემურის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს, რადგან მან თანამშრომლებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებს არ უღალატა. მას ღალატი არ სურდა და წასვლა გადაწყვიტა''.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისის“ ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. '

ფამაგუსტელებმა გასული სეზონი უტიტულოდ დაასრულეს, 49 ქულით მე-5 ადგილზე გავიდნენ და ევროსაგზური ვერ მოიპოვეს, რაც წარუმატებელ გამოსვლად შეფასდა, რის გამოც კლუბში ცვლილებების გატარებას გეგმავენ. „ანორთოსისს“ არ სურდა, ქეცბაიას პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ თემური კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული პრესა: „გადაწყვეტილება მიღებულია, ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს“
კვიპროსული პრესა: „გადაწყვეტილება მიღებულია, ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს“