ჟოზეს პსჟ-ში მუშაობა არ სურს - მომავალს მხოლოდ რომაში ხედავს
ჟოზე მოურინიო ''რომას'' დატოვებას არ აპირებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, პორტუგალიელ სპეციალისტს იტალიურ კლუბში მუშაობის გაგრძელება სურს. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელად განიხილავს, ''განსაკუთრებული'' თავის მომავალს მხოლოდ ''რომაში'' ხედავს.
José Mourinho wants to continue his project with AS Roma despite PSG links. He’s focused on AS Roma, so José’s not planning to change as of today. ???????? #Mourinho
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 7, 2022
AS Roma are also prepared to back Mourinho on the transfer strategies, after signing Svilar and Matić. pic.twitter.com/Z5FmDwenZv
ამავდროულად, ''რომა'' მზადაა მოურინიოს სატრანსფერო სტრატეგიას დაუბრუნდეს, ახალი სეზონისთვის გუნდის გაძლიერება გააგრძელოს.
აღსანიშნავია, რომ ''ჯალოროსიმ'' ახალი სეზონისთვის ორ ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ''ბენფიკას'' 22 წლის ბელგიელი მეკარე მილე სივილარი ''რომასთან'' ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მოთამაშე მოურინიოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ასევე, 33 წლის ნემანია მატიჩს ''მან. იუნაიტედთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ზაფხულიდან ''რომასთვის'' ითამაშებს.
მოურინიო ''რომას'' 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა კონფერენს ლიგა მოიგო, სერია ა-ში კი მე-6 ადგილზე გავიდა.