ევროპის ჩემპიონატი - საქართველომ ავსტრიას მოუგო და ჯგუფიდან გავიდა
European Minifootball Federation-ის ორგანიზებით სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატზე ე.წ. ''მინი ფეხბურთის'' ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველო ავსტრიას დაუპირისპირდა 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. ანგარიში მე-13 წუთზე ლევან კობაიძემ გახსნა. ჩვენებურები ბევრს აქტიურობდნენ და არაერთ მომენტს ქმნიდნენ. არც ავსტრიელები იყვნენ უსაქმოდ და რამდენჯერმე საქართველო მეკარემ გადაარჩინა.
39-ე წუთზე ლევან სვანიძემ გაისროლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 46-ე წუთზე სვანიძემ დუბლი შეასრულა და უპირატესობა უფრო მყარი გახდა. ავსტრიელებმა მატჩის მიწურულს გაიბრძოლეს და 1 ბურთის გაქვითვა მოახერხეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ გამარჯვების შემდეგ საქართველო ჯგუფიდან გავიდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე:
მირიან მირგატია, ლევან სარდანაშვილი, ოთარ ბერეჩიკიძე, მალხაზ შამილაძე, ილია გადელია, თეიმურაზ ეკიზაშვილი, გიორგი ზუნტუროვი, ნიკოლოზ ფხაკაძე, მიხეილ თევზაძე, ლევან სვანიძე, ლევან კობაიძე, ნიკოლოზ კოპლატაძე, გიორგი აფციაური.