Aa
Aa

"მიზანმიმართულად და ხარისხიანად ვუტევდით" - ცქიტიშვილის შეფასება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან ცქიტიშვილი CrystalSport-ის Youtube არხის საფეხბურთო კონტენტის, „საგოლე გადაცემა“-ს სტუმარი იყო. ვეტერანმა ნახევარმცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის კი, ცხადია, ამჟამად ყველაზე აქტუალური ბოლო სანაკრებო მატჩებია.

ცქიტიშვილმა გიბრალტართან (4:0) და ბულგარეთთან (5:2) გამართული შეხვედრები, ნაკრების სტილი და სანიოლის მუშაობა შეაფასა, ასევე, განსაკუთრებული ხაზი ჩვენების გუნდურობას გაუსვა.

”როდესაც 5 გოლი გაგაქვს, ნიშნავს, რომ შეტევაში ძალიან კარგი ხარ და მეტოქეს იერიშების წარმართვის ბევრ ვარიანტს სთავაზობ, რაც მის დაბნევასა და არევას იწვევს. ჩვენ გოლები სხვადასხვანაირად შევქმენით, კომბინაციური თამაშითა და მრავალფეროვნებით. ფეხბურთში არის მომენტი, როცა ბევრს უტევ, მაგრამ არ იცი, შეტევები ლოგიკურ დასასრულამდე როგორ მიიყვანო, ჩვენ შემთხვევაში კი მიზანმიმართულობა და ხარისხი ჩანდა.

ძალიან კარგია, რომ უკვე გვაქვს საშუალება, სხვადასხვა ფეხბურთელები გამოვიყვანოთ მოედანზე, ეს ნიშნავს კონკურენციას და მწვრთნელისთვის არჩევანის საშუალების გაზრდას, რაც მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, სანიოლმა გუნდის შეკვრა მოახერხა და ფეხბურთელები ერთი მიზნისთვის თამაშობენ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, განვლილი ორი მატჩიდან კონკრეტული მოთამაშეები გამოვარჩიოთ, ფეხბურთში ყოველთვის ასეა - ვიღაც გამოირჩევა, მაგრამ მთავარი იყო ის გუნდურობა და მექანიზმი, რომლითაც სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუნდაც, ლობჟანიძის საგოლე გადაცემები გავიხსენოთ - ორივე მომენტში შეეძლო, დაერტყა და გაეტანა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს გაატანინა. მისი თამაში დღევანდელ ნაკრებში არსებულ ატმოსფეროს გამოხატავდა“.

შეგახსენებთ, რომ CrystalSport-ის YouTube არხზე „საგოლე გადაცემა“ ყოველ ორშაბათს 20:00 საათზე Live რეჟიმში გადის. ლევან ცქიტიშვილის სტუმრობა შეგიძლიათ, აბზაცის ქვემოთ მოცემულ ბმულზე იხილოთ.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორი გამარჯვებით დაიწყო და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 9 ივნისს გასამართი მე-3 ტურის მატჩისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი დღეიდან უკვე სკოპიეში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული პრესა: „გადაწყვეტილება მიღებულია, ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს“
კვიპროსული პრესა: „გადაწყვეტილება მიღებულია, ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს“