ბუკაიო საკა
Aa
Aa

სიტი და ლივერპული საკათი ინტერესდებიან - არსენალს მისი შენარჩუნება გაუჭირდება

„არსენალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ბუკაიო საკას ორი მსურველი გამოუჩნდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, მისი გადაბირებით „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან და ლონდონში განვითარებულ მოვლენებს ორივე მათგანი აქტიურად აკვირდება.

ინგლისელ შემტევს „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არადა, ლონდონელები ცდას არ აკლებენ, რომ მასთან შეთანხმებას მიაღწიონ. მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგაც მიმდინარეობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ „არსენალის“ შანსებზე ცუდად იმოქმედა.

„სიტისა“ და „ლივერპულს“ იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაქტორს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ და ახალგაზრდა ინგლისელს დაიყოლიებენ. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ ინტერესს „სიტი“ იჩენს, „ლივერს“ კი ჯერჯერობით სხვა ამოცანები აქვს. Daily Mail-ის ცნობით, „ქალაქელები“ საკას რაჰიმ სტერლინგის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში საკა „არსენალის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და ყველა ტურნირის ეგიდით, მონაწილეობა 43 შეხვედრაში მიიღო. იგი საკმაოდ შედეგიანი გახლდათ და 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!"