გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ბორდალასის მემკვიდრეობა - მამარდაშვილი მისი ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა

ხოსე ბორდალასმა „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა და რამდენიმე საათის წინ, პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც „ღამურების“ ქომაგებს დაემშვიდობა. ესპანელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ, ვალენსიურმა PlazaDeportiva-მ სტატია გამოაქვეყნა და ბორდალასის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. გამოცემამ რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია და ერთ-ერთი მათგანი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელსაც PlazaDeportiva-მ სეზონის აღმოჩენა უწოდა.

გიორგი მამარდაშვილი - სეზონის აღმოჩენა

„ორი აზრი არაა, რომ ქართველი მეკარის გამოჩენა ბორდალასის მიერ ვალენსიაში გატარებული პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო სიახლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხოსე თავდაპირველად, ფსონს სილესენზე ჩამოდიოდა, ნიდერლანდელის ტრავმებმა მამარდაშვილს შანსი ორჯერ მისცა და ახლა იგი ვალენსიას მომავლის მეკარეა.

21 წლის ფეხბურთელს წინ დიდი მომავალი აქვს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, თუმცა ვალენსია ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს. სილესენს, რივეროსა და ხაუმეს რაც შეეხებათ, მათ ვერ მოახერხეს, რომ ესპანელ სპეციალისტს ისინი ხელახლა შეეფასებინა“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე შერჩეული ჰყავს. „ღამურებს“ ჯენარო გატუზო ჩაიბარებს, რომელმაც „ჩეს“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და მისი დანიშვნა უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!"