მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის მებრძოლი: „დარწმუნებული ვარ, მერაბს დავამარცხებ"

UFC-ის მებრძოლმა, რიკი სიმონმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილის დამარცხებაში დარწმუნებულია. „მანქანამ“ ბოლო ბრძოლა სწორედ სიმონის წინააღმდეგ წააგო და ამერიკელს სჯერა, რომ თუ მათი ჩხუბი კიდევ ერთხელ ჩაინიშნა, სასურველ შედეგს ამჯერადაც მიაღწევს.

„ვფიქრობ, ჩემი და მერაბის ჩხუბიც ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნებოდა. დვალიშვილს მას შემდეგ არ წაუგია, რაც მე დავამარცხე, ზედიზედ 7 მოგება აქვს და რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, მე კი ტოპ 15-ს ახლა დავუბრუნდი და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაზე თანხმობის მიცემა მიწევს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დვალიშვილზე უკეთესი მებრძოლი ვარ და მისი დამარცხება შემიძლია. ამ დივიზიონის ბევრ მებრძოლზე ნიჭიერი ვარ და ჯერ დაუმარცხებელ ჯეკ შორს მოვუგებ და შემდეგ, შესაძლოა, მერაბთან რევანშზეც ვიფიქროთ.

სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს რევანში გაიმართება თუ არა. ვფიქრობ, შურისძიება მას უფრო უნდა სურდეს და შანსი ნამდვილად არის, თუმცა სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი კარგი მებრძოლია და უამრავი საინტერესო ჩხუბის ჩანიშვნა შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და სიმონის ბრძოლა 2018 წლის 21 აპრილს გაიმართა. ქართველი მებრძოლი მე-3 რაუნდის ბოლოს, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!
თოფურიასა და პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება - „ეს შენს სამშობლოში გააკეთე!"