ვალენსია, იასპერ სილესენი
Aa
Aa

სილესენი: "ვალენსიასთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი მაქვს"

გასული სეზონის მიმდინარეობისას სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ იასპერ სილესენი „ვალენსიას“ დატოვებდა და მომავალი სეზონიდან რომელიმე ნიდერლანდური კლუბის ღირსებას დაიცავდა. ამასთან დაკავშირებით, The Telegraph-მა სილესენს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რაზეც 33 წლის მეკარემ უპასუხა:

სილესენი:

„ჩვენ ახალი დირექტორი და მწვრთნელი გვყავს. ჯერ არ ვიცი რა მოხდება. კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაქვს. ან უნდა გავახანგრძლივო, ან ახალი კლუბის ძებნა დავიწყო. ჯერჯერობით არ მსურს სხვა კლუბების ინტერესი ჩემს მიმართ და აგენტს ვთხოვე არაფერი გამაგებინოს. წინ ნიდერლანდების ნაკრების თამაშია და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.“

ვინ ინტერესდება სილესენით?

ამ მომენტისთვის, „ეინდჰოვენს“ იასპერის ტრანსფერზე „აიაქსთან“ შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან მასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა თავად სილესენს ამსტერდამულ კლუბთან კარგი მოგონებები აკავშირებს და გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა ამან დიდი როლი ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი მეკარე „ვალენსიას“ 2019 წელს „ბარსელონადან“ შეუერთდა და დღემდე „ღამურების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 55 მატჩი ჩაატარა.

ცნობისთვის, იასპერის "ვალენსიური" კარიერა მას შემდეგ გართულდა, რაც გუნდში გიორგი მამარდაშვილი გადავიდა. ქართველმა მეკარემ პირველივე სეზონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ხოსე ბორდალასი მას პირველ ნომრად დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მადლობა, მისტერ'' - მამარდაშვილი ბორდალასს დაემშვიდობა
''მადლობა, მისტერ'' - მამარდაშვილი ბორდალასს დაემშვიდობა