ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, თეონა ჯანჯღავა, სოფიო დაშნიანი
Aa
Aa

წარმატებული გამოსვლა - გოლოვინას ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში იტალიის ქალაქ რიმინიში გაიმართა. ინდივიდუალურ შეჯიბრში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში 54, 300 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გასულ ბრიონი პეიჯს მცირედით ჩამორჩა, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელის აქტივში 55, 410 ქულაა. ბრინჯაოს მედალი ფრანგ ლეა ლაბრუსს ერგო (53.580).

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური შეჯიბრის ფინალში გოლოვინასთან ერთად ანანო აფაქიძე გავიდა, რომელმაც 52, 210 ქულით მე-7 პოზიცია დაიკავა.

რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრს, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდურ შეჯიბრში საქართველოსთვის ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა იასპარეზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე კადრები - მოკრივემ ორიენტაცია დაკარგა და უხილავ მეტოქეს ურტყამდა
მძიმე კადრები - მოკრივემ ორიენტაცია დაკარგა და უხილავ მეტოქეს ურტყამდა