ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე
Aa
Aa

''მას კუნთი გაგლეჯილი ჰქონდა'' - ასანიძემ ტალახაძეზე ისაუბრა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ლაშა ტალახაძის შესახებ ისაუბრა. 28 წლის სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატამდე კუნთის ტრავმა აწუხებდა. მიუხედავად ამისა, ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა და საქართველოს მორიგი ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გიორგი ასანიძის კომენტარს აქვეყნებს:

''ურთულესი ტრავმა იყო, ეს არ იყო იოლი ტრავმა. გულშემატკივრისთვის ბევრი ინფორმაცია დავმალეთ. გულის სიღრმეში გვინდოდა გამარჯვება. 

ეს იყო მცირე კუნთის გაგლეჯვა. ეს იმაზე რთულია, ვიდრე დიდი კუნთი, რადგან დიდ კუნთს მეტი რესურსი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით. დიდი მადლობა თქვენ გიორგი. ასევე, მადლობა ზურას, ლევანის და იმ ექიმებს, რომლებიც დაგვეხმარნენ.

გპირდებით, რომ ეს იყო ლაშას ბოლო გამოსვლა, სადაც შესაძლოა რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდა. ჩვენ სხვა გამოსვლა გვინდოდა, სხვა მიზნები გვქონდა, მაგრამ ასე მოხდა. მადლობა, საქართველოს. დიდება, საქართველოს''.

შეგახსენებთ, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში 245 კგ-ს გაუმკლავდა, 253  კი ვერ დასძლია და მე-3 ცდა აღარ გამოიყენა.

ალბანეთში გამართულ ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ ლაშა ტალახაძემ CrystalSport-თან ისაუბრა.

რა თქვა ლაშა ტალახაძემ?

„დავიწყებ იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2-3 კვირა მქონდა. პირველად, ჩემს სპორტულ კარიერაში სერიოზული ტრავმა მქონდა. ევროპის ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე დამიდგინდა ფეხის კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა. რეაბილიტაციას ახლა უნდა ვიწყებდე, მე კი შეჯიბრზე გამოვედი. ეს ყველაფერი ჩვენი ექიმების წყალობით მოხდა, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო.

ტრავმა 1 თვის წინ მივიღე და იქამდე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. არაუშავს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და მაქსიმალურად ვეცდები საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას. ჩემი სომეხი მეტოქეები კარგად გამოვიდნენ. ჩემი ტრავმის შესახებ იცოდნენ და ეგონათ, რომ გამარჯვება მათ დარჩებოდათ. ყოველ შემთხვევაში ასე გეგმავდნენ..“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე
''იცით, რატომაა გმირი ?! შეუძლებელი შეძლო'' - უცნობი ამბავი ლაშა ტალახაძეზე