ცნობილია ვინ გაუძღვება ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში
Aa
Aa

ცნობილია ვინ გაუძღვება ბულგარეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში

12 ივნისს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრას გამართავს და საკუთარ კედლებში ბულგარეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნებმა“ გასვლით მატჩში „ლომები“ 5:2 გაანადგურეს, რის შემდეგაც იასენ პეტროვმა ბულგარეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია ახალ თავკაცს აქტიურად ეძებს, მანამდე კი გუნდს დროებით გეორგი ივანოვი ჩაიბარებს. ეს უკანასკნელი ექს-ფეხბურთელი და „ლევსკისა“ და „ჩერნო მორეს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გახლავთ. იგი ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს და Gong.bg-სთან საუბრისას ყველაფერი დაადასტურა.

„ჩავიბარებ თუ არა გუნდს მომდევნო ორ შეხვედრაში? დიახ, დროებითი მთავარი მწვრთნელი მე გავხდები. ძალიან ცოტა დრო გვაქვს და სხვა არავინაა, ვინც ამ ფუნქციებს შეითავსებს. დავრჩები თუ არა თუ გუნდი ორივე შეხვედრას მოიგებს? არა, სხვა მიზნები მაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ახალი თავკაცი დავნიშნოთ“.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, ბულგარეთის ნაკრებს 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს. „ლომების“ მომდევნო მეტოქე გიბრალტარი გახლავთ, 12-ში კი მათ თბილისში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული სირცხვილი - რას წერენ ბულგარეთში საქართველოსთან მარცხზე
ისტორიული სირცხვილი - რას წერენ ბულგარეთში საქართველოსთან მარცხზე