ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

"მწვრთნელმა ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო" - კვეკვესკირის და ყაზაიშვილის კომენტარები

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე მეორე შეხვედრა სტუმრად, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, CrystalSport ვაკო ყაზაიშვილს და ნიკა კვეკვესკირს ესაუბრა:

ყაზაიშვილი:

„თავიდან რა მიზანიც გვქონდა ის მიზანი შევასრულეთ. თამაშის მოგება და ისტორიის გამოსწორება გვინდოდა. საბოლოოდ ეს გამოგვივიდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და ახლა შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მოქმედი ფეხბურთელებიდან ოქრიაშვილთან ერთად ბომბარდირი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ გავიტან გოლებს. ამ თამაშმა უკვე ჩაიარა და ჩრდ.მაკედონიისთვის ხვალიდანვე უნდა მოვემზადოთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.“

კვეკვესკირი:

„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს. მართლაც შთამბეჭდავი თამაში იყო, თან თუ გავითვალისწინებთ რა ისტორია გვაქვს ბულგარეთთან. ეს დღევანდელი ნაკრებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო, რადგან ყველას კარგად მოგეხსენებათ ბოლო სამი თამაშის შედეგი, რომლებიც ბულგარეთში ჩავატარეთ.

ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბმა ნაკრებისთვის ოპტიმალურ ტაქტიკას მიაგნო. პლუს ამას ისიც ემატება, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ამ მოთამაშეებს დიდი მოტივაცია და შესანიშნავი სათამაშო დისციპლინა აქვთ. ამ ყველაფერმა საერთო შედეგი გვაჩვენა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დამთავრებულა.

სრულფასოვანი რევანში არ იყო, რადგან პენალტი ვერ გავიტანე და 6:2 ჯობდა. არა ამაზე არ ვფიქრობდით. ჩვენი მთავარი მოტივაცია ისტორიის გამოსწორება იყო. გვინდა, რომ ეს ერთა ლიგა წარმატებით დავასრულოთ და ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა კვარაცხელია: ,,მაკედონიაში რევანშისთვის ჩავდივართ
ხვიჩა კვარაცხელია: ,,მაკედონიაში რევანშისთვის ჩავდივართ"