დიდი 10 - საქართველოს ჩემპიონი ბათუმი გახდა
Aa
Aa

დიდი 10 - საქართველოს ჩემპიონი ბათუმი გახდა

ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო“ არენაზე დიდი 10-ის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბათუმი და ყოჩები დაუპირისპირდნენ. ფავორიტად შერაცხულმა აჭარულმა გუნდმა 23:14 გაიმარჯვა და ჩემპიონი გახდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ბათუმმა რეგულარულ სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს და ისიც ყოჩებთან. ფინალში კი მათ დამაჯერებლად გაიმარჯვეს. აჭარელებმა მატჩის მიმდინარეობისას 3 ლელო დადეს. თავი ბუჭიაშვილმა, ურჯუკაშვილმა და შენგელიამ გამოიჩინეს.

ბოლნისელებმა კი მხოლოდ ერთი ლელო დადეს. ავტორი კი ფოფხაძე გახდა. აღნიშნულ დაპირისპირებას საქართველოს ყველაზე გამოცდილი მსაჯი ნიკა ამაშუკელი უძღვებოდა, რომელსაც მატჩის დასრულების შემდეგ, საჩუქარი გაუკეთეს და ელექტრომობილი აჩუქეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები