უკრაინა, გარეთ ბეილი, უელსი
Aa
Aa

იარმოლენკოს ავტოგოლი - უკრაინა დამარცხდა და მუნდიალზე ვერ გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში უელსმა უკრაინას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მასპინძლებმა ანდრეი იარმოლენკოს ავტოგოლით გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩში უფრო მეტად აქტიური უკრაინელები იყვნენ და არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა. უკრაინის კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გარეთ ბეილმა შეასრულა.

ბეილის დარტყმას იარმოლენკომ თავი ცუდად დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ, უკრაინა ძალიან ბევრს ცდილობდა, მაგრამ ჰენესი მოწოდების სიმაღლეზე იყო და გოლი არ გაუშვა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ნაცვლად უელსი იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რამდენიმე დღის წინ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური დაპირისპირება შოტლანდიას 3:1 მოუგო. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი ისევ მძვინვარებს და დიდი ხანია პეტრაკოვის შეგირდებს ერთად არ უვარჯიშიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პელე პუტინს: შეწყვიტე ეს! ძალადობას ვერაფერი გაამართლებს
პელე პუტინს: შეწყვიტე ეს! ძალადობას ვერაფერი გაამართლებს