"ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია" - ნადალი როლან გაროსის მოგების შემდეგ
დასრულდა 2022 წლის საფრანგეთის ღია პირველობა. ფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და კასპერ რუდი დაუპირისპირდნენ. „მატადორმა“ სამ სეტში 6:4 6:4 6: გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ესპანელმა „როლან გაროსი“ მეთოთხმეტედ მოიგო, ხოლო დიდი სლემის ტურნირი 22-ედ.
შეხვედრის შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა კომენტარი გააკეთა:
„ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ბრძოლას გავაგრძელებ, რათა ჩემი კარიერა ისევ საუკეთესო იყოს. ჩემთვის აქ თამაში ასეთი მხარდაჭერით წარმოუდგენელია. ახლა ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში აქ ისევ კონკურენტუნარიანი ვიქნებოდი. ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან კორტზე კიდევ ერთი ფინალი ვითამაშე. „როლან გაროსის“ წინ პრობლემები მქონდა. ტრავმა მაწუხებდა და რომ არა ჩემი მეგობრები, ოჯახი და ექიმი ვერაფერს გავაკეთებდი.“
შეგახსენებთ, რომ ნადალმა ფინალამდე ისეთი ჩოგბურთელები გამოთიშა ასპარეზობას, როგორებიც ტომპსონი, მოუტი, ვან დე ზანდშულპი, ოჟე-ალიასიმი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი არიან. ATP-ის განახლებული რეიტინგის მიხედვით, 22 დიდი სლემის მფლობელს 7525 ქულა ექნება.