გელა ზაალიშვილი
Aa
Aa

ზაალიშვილის ოქრო, 14 მედალი და გუნდური პირველი ადგილი თბილისის გრანდ-სლემზე

ძიუდოში, თბილისის გრან სლემის მესამე დღეს, + 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში, ოქროს მედლისთვის, გელა ზაალიშვილმა უზბეკი იუსუპოვი იპონით დაამარცხა. ეს ბოლო დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც ზაალიშვილმა გრანდ-სლემზე ზედიზედ მეორე ტრიუმფი იზეიმა.

იქამდე, თბილისის გრანდ-სლემის მესამე დღეს, სოფიო სომხიშვილმა (+78) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც მისთვის პირველია, დღესვე, ბექა ღვინიაშვილმა (- 90 კგ.) პირველობა არავის დაუთმო, ონისე სანებლიძემ (-100 კგ.) კი გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.) დაამარცხა. 

საბოლოო ჯამში, საქართველოს ძიუდოისთტა ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე რეკორდული, 14 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - ღვინიაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე
ბრწყინვალე გამარჯვება - ღვინიაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე