რონალდო, ვალიადოლიდი
Aa
Aa

"ვიცი, რომ დავიტანჯები" - რონალდომ ველოსიპედით 450 კმ უნდა გაიაროს

გასული სეზონის სეგუნდა დივიზიონის დაწყების წინ, „ვალიადოლიდის“ მფლობელმა ლეგენდარულმა რონალდომ განაცხადა, რომ თუ მისი კლუბი ლა ლიგაში დაბრუნდებოდა ის ველოსიპედით საკმაოდ დიდ მანძილს გაივლიდა.

„ასაკიდან და წონიდან გამომდინარე სირბილი აღარ შემიძლია. ლა ლიგაში დავბრუნდი და სიტყვა უნდა შევასრულო. მე და ჩემი ცოლი კვირას ვალიადოლიდიდან ველოსიპედით ლა კომპოსტელაში წავალთ.“

დღეს რონალდომ სიტყვა შეასრულა. ყოფილი თავდამსხმელი ველოსიპედით ვალიადოლიდიდან სანტიაგო ლა კომპოსტელაში წავიდა. აღსანიშნავია, რომ რონალდოს და მის მიუღლეს ამ დღეების განმავლობაში 450 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ჯერჯერობით მათ დანიშნულების ადგილისთვის არ მიუღწევიათ.

„ვიცი, რომ ფიზიკურად ძალიან დავიტანჯები, მაგრამ ეს ლამაზი მოგზაურობა და დიდი გამოცდილება იქნება.“

- განუცხადა რონალდომ ესპანურ მედიას

შეგახსენებთ, რომ „ვალიადოლიდმა“ ლა ლიგა ორში 42 ტურის შემდეგ 81 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს დასჯერდა. ამ შედეგით კი რონალდოს გუნდი ლა ლიგის სრულ უფლებიანი წევრი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ლივერპულს დიდ პატივს ვცემ" - მანემ უკან დაიხია და შესაძლოა დარჩეს