რეალი და მონაკო შეთანხმდნენ, მაგრამ პსჟ ჩუამენს არ ეშვება
აურელინ ჩუამენი „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა, თუმცა ტრანსფერის დასრულებას ხელს პსჟ უშლის.
Goal-ის ცნობით, მადრიდული კლუბი 22 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე „მონაკოსთან“ შეთანხმებასთან ახლოსაა. მხარეებმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს.
თუმცა მოლაპარაკებებში პსჟ ჩაერია და ახლა „მონაკომ“ ფინანსური მოთხოვნები გაზარდა. „რეალი" ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ჩუამენის ფასი, რომელიც ეყრდნობა ფეხბურთელის კლუბში გაწევრიანების სურვილს. „ბლანკოსს“ ესმის, რომ ბევრი კლუბია, რომლებსაც შეუძლიათ ჩუამენში მეტი გადაიხადონ, ვიდრე ისინი იხდიან.
ფრანგი მტკიცედ არის განწყობილი „რეალში“ გადასვლაზე, თუმცა კილიან მბაპე და კლუბის მომავალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი მოუწოდებენ მას გადაიფიქროს. პსჟ-ს წარმომადგენლები არ ნებდებიან და „სამეფო კლუბის“ კიდევ ერთხელ გამწარებას ცდილობენ.
ამ კვირაში შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მოლაპარაკებებში „მონაკოსა“ და „რეალის“ პოზიციები ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდება, მაგრამ პსჟ ფეხბურთელისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
ბოლოს გეტყვით, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელმა „მონაკოს“ შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.