ბექა ღვინიაშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე
Aa
Aa

თბილისის გრან სლემი - 4 ქართველი ფინალშია

ძიუდოში, თბილისის გრან სლემის მესამე დღეს ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.) და ონისე სანებლიძე (-100 კგ.) ფინალში გავიდნენ.

პირველ შეხვედრაში ღვინიაშვილმა ყაზახი ადლეტ მისინი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში უკრაინელ არტიომ ბუბირს იპონით მოუგო. 1/2-ფინალში გიორგი პაპუნაშვილს შიდოებით სძლია, ოქროს მედლამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

სანებლიძემ ყაზახი სერიკ სალმენოვის ბარიერი იპონით დაძლია. 1/4-ფინალში გერმანელ დანიელ ჰერბსტს ვაზარით აჯობა. 1/2-ფინალში სანებლიძემ უზბეკ ოტაბეკ ტურაბოევს 18 წამში იპონით სძლია. სანებლიძე ფინალში გიორგი ბერიაშვილს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ილია სულამანიძე იპონით დაამარცხა.

რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, მან ავასატე-იპონით დაამარცხა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი მაგომედომარ მაგომედორამოვი და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ლევან მატიაშვილს დაუპირისპირდა,  ეს შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა. ზაალიშვილმა ნახევარფინალურ სტადიაზე უზბეკ შუხრუხ ბახტიროვს ეფექტური გდებით მოუგო და მედალი გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული დომინირება - შავდათუაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე
სრული დომინირება - შავდათუაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე