"პიროვნულ დონეზე ბევრი ცუდი მომენტი იყო" - აზარი რეალში პირველ 3 წელზე
უამრავი ტრავმის მიუხედავად, ედენ აზარი მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ აპირებს და თავისი ოცნებისთვის ბრძოლას გეგმავს.
„ვფიქრობ, ყველამ გაიგო ჩემი გზავნილი. კარიმ ბენზემამ მიკროფონი მომცა. არც კი ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა. და ეს სიტყვები სპონტანურად მოვიდა.
იცით, მადრიდის რეალში გადასვლა ჩემი კარიერის პიკია. მსოფლიოს ულამაზეს კლუბში შესანიშნავ ფორმაში წავედი. ყველაფერი არასწორად წავიდა. ცოტა ნაწყენი და იმედგაცრუებული ვიყავი. პიროვნულ დონეზე ბევრი ცუდი მომენტი იყო. მაგრამ ყველაფერი ასე საშინელი არ არის.
გავიცანი შესანიშნავი ხალხი, ვითამაშე საუკეთესო ფეხბურთელებთან. ჩემი კონტრაქტი კიდევ ორი წელია ძალაში. ახლა კი ყველა პირობა მაქვს, რომ მომავალ წელს ნორმალურ დონეს მივაღწიო. ზაფხულში ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ ბევრი შესანიშნავი წელი მელის წინ. ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ისევ უნდა ვიპოვო ნდობა. საკუთარ თავში, სხეულში, მოძრაობებში.
მწვრთნელმა იცის, რომ კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაქვს. პირველმა სამმა არც ისე კარგად ჩაიარა. მინდა ყველას ვაჩვენო რისი გაკეთება შემიძლია. მადრიდის რეალში თამაში ჩემი ცხოვრების მიზანია. ეს ისევ ჩემი ოცნებაა. ჩემი ოჯახი აქ ყოველთვის ბედნიერი იყო, ახლაც ბედნიერები არიან",
- განაცხადა აზარმა ბელგიურ hln-თან საუბრისას.