პსჟ პოგბას ტრანსფერზე მუშაობს - იუვენტუსი ახალ წინადადებას ამზადებს
პსჟ-ს ''ინსაიდერის'', Sabri Parisien Ou Rien-ის ცნობით, პსჟ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობს. ლუიშ კამპუშმა, რომელიც პარიზული გუნდის სპორტული დირექტორი გახდება, პრიორიტეტად ნახევარდაცვის გაძლიერება დაასახელა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონმა უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა და პოგბაზე გადაერთო.
Juventus have scheduled new direct contacts soon for Paul Pogba. Negotiations ongoing to discuss details of the contract, after long-term deal proposal worth €8m per season net as guaranteed salary plus add-ons ???????? #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 5, 2022
Real Madrid are focused on Tchouaméni, not on Pogba.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''იუვენტუსი'' პოგბას ახალი წინადადებით მიმართავს. ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომლის მიხედვით, ბონუსების გარეშე, ფრანგის წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნებოდა. როგორც ჩანს, ''იუვენტუსი'' პოგბას გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს.
The Athletic-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პირადად შეხვდა ფრანგს, რათა დაერწმუნებინა ის, რომ „სიტიში“ გადავიდეს. გუარდიოლამ ფეხბურთელს აუხსნა, თუ რატომ უნდა მისი გუნდში ხილვა. ცოტა ხნის შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა პოგბას კონტრაქტი შესთავაზა. პოლის ხელფასი „სიტიში“ არ იქნებოდა ისეთი მაღალი, როგორც კევინ დე ბრუინის ან ერლინგ ჰოლანდის, მაგრამ ის გახდებოდა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე. პოგბა დაფიქრდა შეთავაზებაზე, რომელიც უკვე მიიღო, მაგრამ უარი თქვა მასზე იმის გამო, თუ როგორი რეაგირება ჰქონდა პრესას ამ შესაძლო ტრანსფერზე, რამაც „იუნაიტედის“ ქომაგები კიდევ უფრო გააღიზიანა. საბოლოოდ, პოგბამ ''ქალაქელების'' წინადადებას უარით უპასუხა.
მადრიდის ''რეალმა'' პოგბას დამატების სურვილი უარყო, ''სამეფო კლუბში'' ფრანგის გადაბირებას არ გეგმავენ, მათთვის პრიორიტეტი აურელინ ჩუამენია.