მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, ერთა ლიგა, უკრაინა, გარეთ ბეილი
Aa
Aa

ბეილი: უკრაინას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჩვენ მუნდიალზე თამაში გვინდა

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის ერთმანეთს უელსი და უკრაინა დაუპირისპირდებიან. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, გარეთ ბეილმა პრესასთან ისაუბრა და მოახლოებული დაპირისპირება შეაფასა.

ბეილმა რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა.

- მოუბოდიშებთ უკრაინელებს, თუ მათ მუნდიალზე თამაშის შესაძლებლობას წაართმევთ?

„რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, არა. ეს არის ფეხბურთი, ეს არის შეჯიბრი, რომელშიც ჩვენც გვინდა მონაწილეობა.

მსოფლიო თანაუგრძნობს უკრაინას. და ეს არის სპორტი, რომელიც აერთიანებს ყველას. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ მატჩში წარმატების მიღწევა, მაგრამ გვსურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ.

ეს იმიტომ არა, რომ ჩვენ ბოროტები ვართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვისაა.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში საშინელი ამბები ხდება. ჩვენი გული სავსეა თანაგრძნობით. ყველამ განვიცადეთ საშინელი შეგრძნებები, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდით. კვირას კი საქმე მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება. ჩვენ გვინდა გამარჯვება.

არ ვიცი, შეიძლება თუ არა ეს მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვნად ჩაითვალოს, რადგან ევრო 2016-ის ნახევარფინალში გავედით. მაგრამ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვიყავით მუნდიალზე და ძალიან გვსურს იქ ისევ მოვხვდეთ”.

- თქვა ბეილმა.

უელსისა და უკრაინის მატჩი დღეს კარდიფში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბენზემა: მოხარული ვარ, მესის სიტყვები მეტ მოტივაციას მაძლევს
ბენზემა: მოხარული ვარ, მესის სიტყვები მეტ მოტივაციას მაძლევს