ანასტასია გოტფრიდი
Aa
Aa

ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე - გოტფრიდის წარმატებული გამოსვლა

ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ.) ატაცში 106 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თავი 125/129 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო კიდევ 1 ბრინჯაოს მედალი ორჭიდის ჯამში მოგროვილი 235 კილოგრამით მოიპოვა.

აკვრაში მესამეადგილოსანმაც იგივე წონა დააფიქსირა, რაც ანასტასიამ, თუმცა ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას ენიჭება, ვინც წონა პირველმა დაძლია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს. შოთა მიშველიძემ (67 კგ.), გიორგი ჩხეიძემ (109 კგ.) და კახი ასანიძემ (74 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, რეზი დავითაძის (89 კგ.) აქტივში კი ბრინჯაოს მედალია.

6 ივნისს, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩხეიძის ვერცხლი - საქართველოს მე-4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ჩხეიძის ვერცხლი - საქართველოს მე-4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე