"წადი" - ბრაითვაიტს ბარსამ გასასვლელისკენ მიუთითა
მარტინ ბრაითვაიტმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში უკანასკნელად მიმდინარე წლის 13 მარტს მხოლოდ 11 წუთი ითამაშა. დანიელი თავდამსხმელის მომავალი კი ბურუსით არის მოცული. 30 წლის ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და არსად წასვლას არ გეგმავს, თუმცა კლუბში სულ სხვა აზრი აქვთ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანელი ჟურნალისტი პოლ ალონსო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
⚠️ El Barça ha comunicado al entorno de Braithwaite que si continúa con la misma actitud de no querer dejar el club, tomarán medidas severas en las próximas semanas. Quieren que salga sí o sí. (Vía @sport) #FCBlive #Barça #Mercato pic.twitter.com/RudsPO2OKV
— Pol Alonso ????⚽ (@Polyccio8) June 4, 2022
ვიგებთ, რომ ბარსა მარტინის გარემოცვას გაესაუბრა. დიალოგის შინაარსი კი ასეთი იყო: თუ ბრაითვაიტი იმ მიდგომას არ შეცვლის, რომლის მიხედვითაც მას კლუბის დატოვება არ სურს, ასეთ შემთხვევაში „ბარსელონა“ უმკაცრეს ზომებს მიმართავს. „ბლაუგრანას“ სურს, რომ დანიელი თავდამსხმელი გუნდიდან თავის ნებით წავიდეს.
ბრაითვაიტი ბარსაში
30 წლის შემტევი კატალონიურ გრანდს 2020 წელს „ლეგანესიდან“ შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ბრაითვაიტმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 57-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.