მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

350 მილიონი ტრანსფერებისთვის და 634 ხელფასებისთვის - რეალის ფინანსური სიმყარე

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და გუნდებიც ნელ-ნელა გააქტიურდნენ. მადრიდის „რეალისთვის“ კი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო შეიძლება გამოდგეს. როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ..

ავტორიტეტული გამოცემა GOAL წერს, რომ „სამეფო კლუბს“ ტრანსფერებისთვის 350 მილიონი ევრო აქვს გადანახული. ჩემპიონთა ლიგის მოგებამ გუნდში დამატებითი ფინანსური მოგება შემოიტანა და ზოგადად, „ბლანკოსს“ პანდემიის გამო კრიზისი არ შეხებია და ამ მხრივ ყველაზე სტაბილური გუნდი იყო.

კორონავირუსის პანდემიის დროს, ფლორენტინო პერესმა გუნდის ხარჯები მაქსიმალურად შეამცირა და პირიქით, ახალი ინვესტიციები მოიზიდა, რითიც „რეალი“ ფინანსურად ყველაზე მყარ გუნდად აქცია.

ლა ლიგამ თავიანთ გუნდებს სახელფასო ლიმიტი დაუწესა. როგორც ცნობილი გახდა, „სამეფო კლუბს“ ოფიციალური შემოსავლების მიხედვით ხელფასებში 634 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეუძლია და ტრანსფერებში, როგორც უკვე მოგახსენეთ 350-ის.

„ბლანკოსი“ გარეთ ბეილს, ისკოს და მარსელოს დაემშვიდობა. სამივე ფეხბურთელის ანაზღაურება საკმაოდ მაღალი იყო და ამან კიდევ უფრო მეტი სიმყარე მოიტანა. „რეალი“ მათი წასვლით დაახლოებით 75 მილიონს დაზოგავს.

ცნობისთვის, ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე ახლა „მონაკოს“ ფეხბურთელი აურელიენ ჩუამენია, რომელშიც ესპანელი ბიზნესმენი 80 მილიონ ევროს იხდის, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით არ ხერხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამორიცხულია - რეალი ჩუამენის სანაცვლოდ თანხას არ გაზრდის
გამორიცხულია - რეალი ჩუამენის სანაცვლოდ თანხას არ გაზრდის