ჩხეიძის ვერცხლი - საქართველოს მე-4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-4 მედალი მოიპოვა. 109 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან ატაცში სამივე ცდა წარმატებულად დაასრულა, მან 167/171/174 კილოგრამები დაძლია. რაც შეეხება აკვრას, მან 205/210 კილოგრამები დააფიქსირა, თუმცა 218 კილოგრამიანი შტანგის აწევა ვერ შეძლო. ორჭიდში მის აქტივში 348 კილოგრამი იყო და მხოლოდ ჰრისტო ჰრისტოვს (391 კგ.) ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 3 მედალი მოიპოვეს. შოთა მიშველიძემ (67 კგ.) და კახი ასანიძემ (74 კგ.) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, რეზი დავითაძის (89 კგ.) აქტივში კი ბრინჯაოს მედალია.
დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდი (89 კგ.) გამოვა, ხვალ კი არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი, მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი - ლაშა ტალახაძე.