ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
Aa
Aa

სრული დომინირება - შავდათუაშვილის ოქრო თბილისის გრან სლემზე

თბილისის გრან სლემის მეორე დღეს - 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ კენ ოიოშის იპონით სძლია და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

- 73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა, რომელიც ნახევარფინალში ლაშა შავდათუაშვილთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომპარდო იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე გიორგი სარდალაშვილს დამატებით დროში ვაზარით სძლია. 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი თუთაშვილი დენის ვიერუსთან დამარცხდა. ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ვილიან ლიმას აჯობა. 

საქართველოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმაც მოუტანა. ეთომ მეორე რაუნდში დარია ბილოდიდს მოუგო და ნიშანბაიევას დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც მიმი ჰუჰთან დათმო. ქართველი ჯუდოკა ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და ვერონიკა ტონიოლოს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მედალი პირველ დღეს - ქართველი ძიუდოისტების წარმატებული სტარტი
5 მედალი პირველ დღეს - ქართველი ძიუდოისტების წარმატებული სტარტი