რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

BILD: ბაიერნს ფიფას მე-17 პუნქტი აშინებს - ლევანდოვსკის ტრანსფერი რეალურია

„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

კატალონიელებს სურთ პოლონელის ტრანსფერი ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დახურონ, რათა ლევანდოვსკი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

Diario Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანა“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „რეკორდმაისტერს“ 30 მილიონი ევროს და ბონუსების შეთავაზებას გეგმავს.

„ბაიერნი“, რომელსაც თავდაპირველად არ სურდა ლევანდოვსკის გაყიდვა, მზად არის პოზიცია შეცვალოს. მიზეზი შიშია, რომ პოლონელი კონტრაქტს დაარღვევს. ფიფას წესდების მე-17 პუნქტის თანახმად, მოთამაშეებს შეუძლიათ გრძელვადიანი კონტრაქტის გაწყვეტა 28 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. რობერტი 21 აგვისტოს 34 წლის ხდება და მიუნხენელთა რიგებში კარგა ხანია თამაშობს, რაც მას ამ პუნქტის გამოყენების სრულ შესაძლებლობას აძლევს.

თუ რობერტი დათანხმდება კონტრაქტის გაწყვეტას, მას მოუწევს „ბაიერნს“ კონტრაქტის ბოლო წლით გათვალისწინებული ხელფასის ანაზღაურება - საუბარია დაახლოებით 24 მილიონ ევროზე. ამ შემთხვევაში, პოლონელი „ბარსელონაში“ უფასოდ გადავა, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი იქნება. წერს გერმანული Bild-ი.

ფიფას ამ პუნქტის გამოყენება არცერთ მხარეს არ უნდა, რადგან ეს მათ შორის ურთიერთობას ძალიან დაძაბავს. აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ პოლონელი მიუნხენს მშვიდად დატოვებს და სამივე მხარე საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: ბარსა და მანჩესტერი შეთანხმდნენ - დე იონგის თანხმობა რჩება
SPORT: ბარსა და მანჩესტერი შეთანხმდნენ - დე იონგის თანხმობა რჩება