სადიო მანე
Aa
Aa

„კლუბის მიმართ გრძნობები აღარ მაქვს" - მანე ლივერპულს ტოვებს

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა, სადიო მანემ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. სენეგალელ შემტევს „ენფილდიდან“ აბარგებასა და „ბაიერნში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. მანეს თქმით, იგი აპირებს ის გააკეთოს, რაც მის თანამემამულეებს სურთ, ეს კი „ლივერპულიდან“ წასვლაა.

„სიმართლე გითხრათ, ამ კლუბისადმი გრძნობები აღარ მაქვს. გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სენეგალის მოსახლეობის 60-70 პროცენტს თუ უნდა, რომ ლივერპული დავტოვო, იმას გავაკეთებ, რაც მათ სურთ. კლუბის ხელმძღვანელებს კონკრეტული სიტუაციების შემდეგ პატივს აღარ ვცემ და ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ფაბრიციო რომანოს თქმით, მანემ „ლივერპულის“ დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. სადიო გრძნობს, რომ ახალი გამოწვევისთვის მზად არის და მერსისაიდელთა საბჭო მის წასვლას მალე დაადასტურებს. „ბაიერნი“ მთავარი კანდიდატია, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ კონკურენტები ჰყავს.

„ბაიერნი“ მანეს სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. Bild-ის ცნობით, მიუნხენელებმა ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა დაიწყონ. „ბაიერნი“ დანებებას არ აპირებს და სადიოს საკუთარ რიგებში ხილვით უშუალოდ იულიან ნაგელსმანი ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს იტალიელების მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები აქვთ“ - იუვეს ექს-მოთამაშე ხვიჩაზე
„ქართველებს იტალიელების მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები აქვთ“ - იუვეს ექს-მოთამაშე ხვიჩაზე