ბატუტზე ხტომა, ლუბა გოლოვინა
Aa
Aa

ისტორიული შედეგი - ბატუტზე მხტომელების ოქროს და ვერცხლის მედლები

იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე ბატუტზე მხტომელთა ევროპის 28-ე ჩემპიონატზე, სინქრონულ ხტომებში ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვეს.

კონტინენტის პირველობაზე პატარა გოგონებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და მსაჯების გადაწყვეტილებით 45.66 ქულა მიიღეს. მათ მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდების ნაკრებს 0,23 ქულით აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს გოგონათა ნაკრებმა უძლიერეს გუნდებს შორის ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

ჩვენმა ოთხეულმა ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა ფინალში ასპარეზობის უფლება პირველი ადგილით მოიპოვეს, გადამწყვეტ ეტაპზე კი ესპანეთს მცირედით ჩამორჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები