რაფაელ ნადალი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო - ნადალი როლან გაროსის ფინალში გავიდა

ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი „როლან გაროსის“ ფინალში გავიდა და 22-ე სლემის დასაკუთრებას შეეცდება. ნახევარფინალში, რაფას მეტოქე ალექსანდრ ზვერევი გახლდათ, რომელიც მრისხანე ოპონენტს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ტრავმის გამო, მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა.

ნადალმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე მოიგო 7:6 (10:8). არადა ზვერევს 4 სეტპოინტი ჰქონდა და სასურველ შედეგამდე ძალიან ახლოს იყო. მეორე პარტიაც თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა მე-12 გეიმის ბოლოს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა

ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო და წაიქცა, რა დროსაც ყვირილი აღმოხდა. გერმანელმა კოჭი დაიზიანა და კორტი სავარძელ-ეტლით დატოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ, იგი კორტზე ყავარჯნების დახმარებით დაბრუნდა და მსაჯს შეატყობინა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა.

სოციალურ ქსელებში ზვერევს მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა. ერთ-ერთი მათგანი ანა ივანოვიჩი იყო, რომელმაც გერმანელ ჩოგბურთელს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ნადალს რაც შეეხება, ფინალურ შეხვედრაში მისი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა და რაფა რუუდისა და ჩილიჩის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები
''დიდი მადლობა ასეთი მაგარი ატმოსფეროსთვის'' - ხვიჩას, კაშიასა და მიქაუტაძის კომენტარები