მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილო არიან - ბულგარეთის ნაკრებში პრობლემებია
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქის, ბულგარეთის ეროვნული გუნდის რიგებში ვითარება ბოლომდე დალაგებული არაა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იასენ პეტროვის მუშაობით უკმაყოფილო არიან.
Gol.bg-სა და Trud.bg-ს ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, პეტროვი ფედერაციის წარმომადგენლებმა დაიბარეს. მათ ბულგარელი სპეციალისტისგან ახსნა-განმარტებები მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე დაელაპარაკნენ. ისინი თვლიან, რომ პირველ ტურში აღებული 1 ქულა იღბლის დამსახურება იყო და ნაკრები სასურველ დონესთან ახლოსაც არაა.
Trud.bg-ის ინფორმაციით, უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდება და საქართველოსთან ან გიბრალტართან წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი შანსია, პეტროვს ადგილსამყოფლის გამოცვლა მოუწიოს. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩზე ნაკრების ლიდერებმაც ისაუბრეს. როგორც ირკვევა, მატჩის ღამეს 5-მა ფეხბურთელმა ბულგარეთის ეროვნული გუნდის ასპარეზობაზე სასტუმროში ილაპარაკა და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მათი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაჩვენებმა თამაშმა დაადასტურა, რომ სასურველ შედეგთან ახლოსაც არ არიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მომდევნო მეტოქე სწორედ ბულგარეთი გახლავთ. მატჩს სტუმრად, 5 ივნისს გავმართავთ და შეხვედრა თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.