5 მედალი პირველ დღეს - ქართველი ძიუდოისტების წარმატებული სტარტი
Aa
Aa

5 მედალი პირველ დღეს - ქართველი ძიუდოისტების წარმატებული სტარტი

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თბილისის გრან პრი დაიწყო და ტურნირის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტების წარმატებული გამოდგა. ჩვენმა სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს და თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი გამოირჩნენ.

ტურნირის პირველ დღეს, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. თემურ ნოზაძე გიორგი სარდალაშვილს დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში, ვაზარით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა გიორგი თუთაშვილი, რომელმაც დენის ვიერუსთან წააგო. ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა და ვილიან ლიმას აჯობა.

საქართველოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმაც მოუტანა. ეთომ მეორე რაუნდში დარია ბილოდიდს მოუგო და ნიშანბაიევას დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც მიმი ჰუჰთან დათმო. ქართველი ჯუდოკა ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთო და ვერონიკა ტონიოლოს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს სახელით, ლაშა შავდათუაშვილი, რეჯინა უთნელიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, გიორგი ტერაშვილი, მარიამ ციხელაშვილი, ინდირა სილაგაძე, გიორგი ჩიხელიძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ფრიდონ გიგანი და ლევან გუგავა გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA: რეკორდები და მაგარი თამაში - ბოსტონმა გოლდენს მოუგო
NBA: რეკორდები და მაგარი თამაში - ბოსტონმა გოლდენს მოუგო