თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

სამწვრთნელო შტაბის დათხოვნის წინააღმდეგია - ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს?

კვიპროსული მედიის ცნობით, ''ანორთოსისის'' მმართველებმა თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო შტაბის წევრების დათხოვნა და გუნდში ახალი სპეციალისტების მოყვანა მოსთხოვეს. ქართველი სპეციალისტი ამ ულტიმატუმის წინააღმდეგია. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა კონსესუსისთვის არ მიუღწევიათ.

კვიპროსული Goal-ის ცნობით, მხარეებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს. მათი ბოლო შეხვედრა გუშინ, 3 ივნისს გაიმართა, მცირე დროით გაგრძელდა, მხარეები პოზიციას არ იცვლიან, რაც ქეცბაიას გუნდში დარჩენას ბუნდოვანს ხდის. ქეცბაია სამწვრთნელო შტაბის დათხოვნის წინააღმდეგია.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ''ანორთოსისის'' ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში ''ანორთოსისმა'' კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

''ანორთოსისმა'' გასული სეზონი უტიტულოდ დაასრულა, 49 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა, ევროსაგზური ვერ მოიპოვა, რაც წარუმატებელ გამოსვლად შეფასდა, რის გამოც კლუბში ცვლილებების გატარებას გეგმავენ, რაც თემურ ქეცბაიას არ ეხება, კლუბს მასთან თანამშრომლობა სურს, თუმცა მმართველები სამწვრთნელო შტაბის წევრების მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

2019 წლიდან მოყოლებული თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ''ანორთოსისმა'' 119 მატჩი ჩაატარა: 56 გამარჯვება, 31 ფრე, 32 მარცხი.

კვიპროსული Goal-ი ქეცბაიას კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე წერს. ქართველ მწვრთნელს ''ანორთოსისთან'' კონტრაქტი 2023 წლის 31 მაისამდე აკავშირებს. მისი წლიური ხელფასი 270 000 ევროს შეადგენს (ბონუსების გარეშე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ წელში ინსინიეზე კარგი ფეხბურთელი იქნება
„ერთ წელში ინსინიეზე კარგი ფეხბურთელი იქნება" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე