გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

ოფიციალურად: ვალენსია ბორდალასს დაემშვიდობა

''ვალენსიას'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა პოსტი დატოვა. კლუბი ესპანელ სპეციალისტს წარმატებებს უსურვებს.

58 წლის ესპანელი მწვრთნელი ''ვალენსიას'' 2021 წლის მაისიდან წვრთნიდა. გასულ სეზონში ''ვალენსია'' ესპანეთის თასის ფინალში გავიდა, თუმცა პენალტების სერიაში ''ბეტისთან'' დამარცხდა.

ბორდალასის მწვრთნელობისას გიორგი მამარდაშვილმა ''ვალენსიაში'' ადგილი დაიმკვიდრა, გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, ევროპული ფეხბურთის ქომაგებს თავი გააცნო, მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ''ვალენსია'' ჯენარო გატუზოს შეუთანხმდა, იტალიელი სპეციალისტი ''ღამურების'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ივნისამდე იმუშავებს. ინფორმაცია უახლოეს საათებში დადასტურდება.

2014-15 წლებში ჯენარო გატუზო ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა, იმ პერიოდში ბერძნული გუნდის მოთამაშეები გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი იყვნენ. ასე რომ, გატუზოს ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, გატუზო ''მილანში'' კახა კალაძის თანაგუნდელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას სატრანსფერო თანხა გაორმაგდა - Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები
მამარდას სატრანსფერო თანხა გაორმაგდა - Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები