ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას სატრანსფერო თანხა გაორმაგდა - Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები

''ვალენსიას'' ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროთ გაიზარდა. Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით 21 წლის ქართველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

2021 წლის 3 ოქტომბრის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 3 მილიონი ევრო იყო. 2022 წლის 21 მარტს მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევრო იყო. სეზონის დასკვნით პერიოდში ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ''მამარდას'' სატრანსფერო თანხა გაორმაგდა.

Transfermarkt-ის სატრანსფერო მონაცემები ზუსტ სურათს არ ასახავს, თუმცა აჩვენებს ტენდეციას, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. შესაბამისად, სატრანსფერო ღირებულებაც მატულობს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ''ღამურების'' მეკარე ''მან. იუნაიტედის'', ''ტოტენჰემისა'' და იტალიური კლუბების რადარზეა, თუმცა მოთამაშე ''ვალენსიასთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რომლის მიხედვით გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: გიორგი მაკარიძემ ალმერია დატოვა
ოფიციალურად: გიორგი მაკარიძემ ალმერია დატოვა